LIVE
ვიდეო
21 ოქტ, 2021 13:00
ნარმანია: თუ არასწორი დარიცხვები მასობრივად განმეორდება რადიკალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ
1123

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის გადასახადის არასწორად დარიცხვების პრობლემა არ მოგვარდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან.

როგორც ნარმანიამ "ბიზნესს ფორმულას" განუცხადა, "თელასისა" და "თელმიკოს" მიერ არასწორად დარიცხვების სრული აღმოფხვრა თვის ბოლომდე უნდა მოხდეს.

„უკვე დაკორექტირებულმა თანხამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა. „თელასი“ დავაჯარიმეთ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასით. თუ მომავალშიც მოხდება მსგავსი ფაქტები და ამას მასობრივი ხასიათი ექნება ჯარიმები გაორმაგდება და უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. "თელასი" ახდენს მრიცხველების წაკითხვას. ჩვენი დავალებით, ისინი უახლოეს დღეებში წაიკითხავენ ყველა მრიცხველს და შესაბამის მონაცემებს დააფიქსირებენ ბაზაში, რათა არსებული გაურკვევლობა აღმოიფხვრას",- აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მფლობელს ელექტროენერგიის მიწოდების უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, „თელასი“ თბილისში „თელმიკომ“, ხოლო რეგიონებში „ენერგო-პრო“ „ეპ ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა. ზედმეტობით დარიცხვების გამო კომპანიები უკვე დაჯარიმდნენ, თუმცა აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი კვლავ არასწორად ერიცხება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ