LIVE
ვიდეო
13 ოქტ, 2021 16:49
არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება
1318

საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან წელს 40 ათასი ტონა მანდარინის და დაახლოებით 3 ათასი ტონა ხურმის ექსპორტი იგეგმება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ განუცხადა, წელს აჭარაში 65-70 ათასი ტონა მანდარინის და 3.6 ათასი ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

„გასულ წელთან შედარებით, წელს როგორც ხურმის, ასევე მანდარინის მოსავლიანობა გაზრდილია. მანდარინის კრეფა ინტენსიურად ოქტომბრის ბოლოსათვის დაიწყება. ერთი კილოგრამი ხურმის საბითუმო ფასი 60-70 თეთრის ფარგლებში იქნება, ხოლო  მანდარინის საბითუმო ფასი 1-1.5 ლარს მიაღწევს“,- აცხადებს ბოლქვაძე.

წელს, გასული წლის მსგავსად, იგეგმება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, 1კგ. არასტანდარტულ მანდარინში მთავრობა 10 თეთრს გადაიხდის. 10 თეთრს გადაიხდიან საწარმოები. საერთო ჯამში მანდარინის სუბსიდირებაზე 500 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

მთავრობა წელს არასტანდარტულ ვაშლსაც ასუბსიდირებს

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ