LIVE
ვიდეო
29 ივლ, 2021 19:00
საქართველოში უმუშევრების დიდ ნაწილს უმაღლესი განათლება აქვს - PMCG
908

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს უმუშევრების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი უმაღლესი (32%) და პროფესიული (17%) განათლების მქონდე პირებზე მოდიოდა. საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (45%) საშუალო განათლების მქონე პირებზე ნაწილდება. საშუალოზე დაბალი განათლების მქონეთა კატეგორიაზე უმუშევრობის ყველაზე დაბალი, 6%-იანი წილი მოდის.

კვლევის თანახმად, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და სამუშაო ძალაში ჩართულობის დაბალი დონე შესაძლებელია ორი ფაქტორით იყოს განპირობებული: პირველი, საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ქმნის საკმაო რაოდენობის, ისეთ სამუშაო ადგილებს, რომელიც მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და მეორე, განათლების დონე არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნას იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც საჭიროებენ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას.

ამასთან, 2020 წელს მოკლევადიანი (ერთ წელზე ნაკლები) უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ