LIVE
ვიდეო
07 მაი, 2021 21:40
ვაზილ ჰუდაკი: საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს
775

პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. 

„ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ახლა შემუშავების პროცესშია, ჩემი აზრით, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციებისა და ინიციატივებისათვის. მოხარული ვიქნები, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას და ვითანამშრომლო ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობასთან, რათა მეტი პერსპექტივა შევქმნათ საქართველოსთვის",- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ