LIVE

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერის სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა

07 მაი 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 873
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერის სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი​ დაინიშნა.

„მოგეხსენებათ, ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ახალი მრჩეველი წარადგინა.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსული ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა. "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008-2009 წლებში, როცა რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კლება ასევე მკვეთრი იყო.