LIVE
ვიდეო
06 მაი, 2021 14:55
ტურიზმის სექტორი ვაქცინაციისთვის ემზადება
617

ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრიაც დაემატა და სექტორი უახლოეს მომავალში მზად იქნება, აცრილი თანამშრომლებით დახვდეს  ტურისტებს. 

კერძოდ, ვაქცინაციის პროცესში სრულად იქნება ჩართული ჰორეკა სექტორი, შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია კი დღეიდან იწყება. იმისათვის, რომ ტურისტებისთვის ობიექტები უსაფრთხოდ ჩაითვალოს, დასაქმებულთა 60% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად წამახალისებელ მექანიზმებს შესთავაზებენ. მათ შორის იქნება გარკვეული სახის ფასდაკლებებით სარგებლობაც.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომლებსაც ვაქცინირებული თანამშრომლები ეყოლებათ, სამინისტრო საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობას შესთავაზებს და ასეთი ობიექტების შესახებ ინფორმაციას ფართოდ გააჟღერებს. ნათია თურნავამ, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროცესი ნებაყოფლობითია.

„უწყებათაშორის საბჭოზე განიხილება, თუ რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინირებული მოქალაქეები“,- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია სამ დღეში დაიწყება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ