LIVE
ვიდეო
05 მაი, 2021 15:10
წელს საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევისთვის 5 კომპანია დაჯარიმდა
481

მიმდინარე წლის 7 აპრილის მდგომარეობით, 2018 წლიდან სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად წარმოქმნილი საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის გამო 47 კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმა 68 მლნ ლარამდეა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სახელმწიფო ქონების სააგენტოში განუცხადეს, მხოლოდ მიმდინარე წელს 5 კომპანიას ჯარიმის სახით ჯამში 540 248 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.

კერძოდ, 2018 წელს განსახორციელებელი საინვესტიციო ვალდებულება დაარღვია 15 კომპანიამ, რისთვისაც დაკისრებულმა პირგასამტეხლომ 2021 წლის 7 აპრილის მდგომარეობით შეადგინა ჯამში 10 504 737 ლარი და 10 377 018 დოლარი, 2019 წელს დაჯარიმდა 13 კომპანია და ჯარიმის საერთო რაოდენობა 12 557 092 ლარია. რაც შეეხება 2020 წელს, 14 კომპანია 5 590 928 ლარისა და $814 788-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ამასთან, 2018-2021 წლებში 9 კომპანიას 8.5 მლნ ლარამდე ჯარიმა ეპატია. ქონების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს განსახორციელებელი საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულება შეწყდა 3 კომპანიასთან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული 15 აუქციონიდან 10 ჩაიშალა. აქედან მხოლოდ მიმდინარე წელს 9 აუქციონი გამოცხადდა, საიდანაც 8 არ შედგა.  

ამასთან, წელს 1 ლარად 2.9 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ