LIVE

წელს 1 ლარად 2.9 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

05 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
წელს 1 ლარად 2.9 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

მიმდინარე წელს სიმბოლურ ფასად 2 877 867 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.

1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია „ბიზნეს ფორმულამ“ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს სიმბოლურ ფასად ქონების პრივატიზება ოთხი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოხდა. აღსანიშნავია, რომ 1 ლარად გაყიდვამდე სახელმწიფო ქონების ნაწილის საბაზრო ღირებულება არ შეფასებულა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, დაახლოებით 85.8 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა და 27 აპრილის მდგომარეობით, სააგენტოს ანგარიშზე მობილიზებულია 47.6 მლნ ლარი.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, 2018 წელს - 4 022 168 ლარის, 2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ქონება გაყიდა, ხოლო 2020 წელს 29 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების.