LIVE
ვიდეო
29 აპრ, 2021 11:02
ერთწლიანი კლების შემდეგ პირველად, მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა
821

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი კლების შემდეგ პირველად 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. 

2021 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოს ეკონომიკა 4.2 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში. 

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) და „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB). საქართველოს მთავრობა კი ჯერჯერობით საკუთარი პროგნოზის გადახედვას არ აპირებს და მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდება. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ