LIVE
ვიდეო
12 დეკ, 2023 11:05
ნოემბერში თბილისში 3 390 ბინა გაიყიდა - წლიური კლება 16%-ია
593

თბილისში 2023 წლის ნოემბერში 3 390 ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 16%-ით შემცირდა. ბაზრის ზომამ კი 7%-ით, 215 მილიონ აშშ დოლარამდე იკლო.   

Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, ნოემბერში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 10%-ით შემცირდა. ძველ პროექტებში კი 27%-იანი კლება დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები წლიურად 20%-ით შემცირდა ოქტომბერში. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ