LIVE
ვიდეო
21 სექ, 2023 10:30
IMF: შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით
476

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეშფოთებას გამოთქვამს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე და აცხადებს, რომ ამ საკითხს დეტალურად განიხილავს როგორც სებ-თან, ასევე კომერციულ ბანკებთან. ამის შესახებ სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა.  

"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ნათქვამია ჯეიმს ჯონის განცხადებაში. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ