LIVE
ვიდეო
10 მაი, 2023 18:00
კიბერდანაშაული 4.9%-ით გაიზარდა - შსს
972

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში კიბერდანაშაულის 257 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 109 საქმე გაიხსნა. შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 42.41%-ია.

აღსანიშნავია, რომ კიბერდანაშაულის შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით არის გაზრდილი.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, კიბერდანაშაულის რეალური რაოდენობა ბევრად უფრო დიდია.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებს უჭირთ იმის იდენტიფიცირება, რომ მათზე კიბერშეტევა განხორციელდა და შესაბამის უწყებებს არ მიმართავენ.

"სტატისტიკა არის შედარებით მწირი, რადგან დაზარალებულთა მხრიდან მიმართვიანობა არაა. ზოგჯერ დაზარალებულს უჭირს იდენტიფიცირება, რომ მასზე განხორციელდა კიბერშეტევა ან გახდა ფიშინგის მსხვერპლი.

იმას, რომ სტატისტიკა მატულობს შეგვიძლია ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. მაგალითად, განვხილოთ ისე, რომ გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც კარგად ცნობენ თაღლითურ სქემებს და იციან, რომ აუცილებელია მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს", - განაცხადა ინგა ქარჩავამ

საგულისხმოა, რომ კიბერთაღლითები, ხალხის მოტყუების მიზნით, მსხვილი კომპანიების სახელითაც მოქმედებენ.

ცნობისთვის, საქართველოში თაღლითური სქემების გააქტიურებას ნაწილობრივ რუს მიგრანტებს უკავშირებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ