LIVE
ვიდეო
28 სექ, 2022 17:30
ფულადი გზავნილების საფუძველზე შემოსავლების დადასტურება მარტივდება
795

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში, 2023 წლის 1 მარტიდან ფულადი გზავნილების ბაზა ამოქმედდება.

შესაბამისად, მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციები ბიუროებს განაღდებული გზავნილის შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას, რის საფუძველზეც საკრედიტო ქულა გამოითვლება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სებ-ში განუცხადეს, კანონმდებლობაში შესული ცვლილება პოზიტიურად აისახება მოქალაქეთა იმ ნაწილზე, რომელთა შემოსავლის მიღების წყარო გზავნილებია.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ვინაიდან გზავნილები საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ხოლო საკრედიტო ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა და საშუალება, რომ გზავნილებზე დაყრდნობით უკეთ მოახდინონ მომხმარებელთა გადახდის უნარიანობის შეფასება. საინფორმაციო ბიურო კი, ვალდებული იქნება, საკუთარ სერვერებზე აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს“,- ამბობს სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების ხელმძღვანელი, ვარლამ ებანოიძე

ამასთან, ფულადი გზავნილების საერთო ბაზაზე წვდომა, მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ფინტეკებს, ანუ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს,  საშუალება ეძლევათ ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ, როგორც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმებმა. ფულად გზავნილებზე არსებული ცვლილება, სწორედ ამ კანონპროექტის ფარგლებში, 2023 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ