LIVE

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ შეინახავს - სებ

23 სექ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ შეინახავს - სებ

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.

სებ-ში განმარტავენ, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს პლატფორმის მიმართ განისაზღვრა ბიუროსგან განსხვავებული, გამარტივებული სარეგისტრაციო მოთხოვნები.

მარეგულირებლის განცხადებით, პლატფორმა მეწარმე სუბიექტია, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას. მათივე თქმით, პლატფორმა საკრედიტო ინფორმაციას არ შეინახავს და არც სესხის გამცემი ორგანიზაციები მიაწვდიან სავალდებულო წესით შესაბამის ინფორმაციას.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პლატფორმა უფლებამოსილია პირის თანხმობის შემთხვევაში, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მიიღოს, დაამუშაოს და მესამე პირს გადასცეს ამავე პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაცია ან სხვა რელევანტური მონაცემი“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ცვლილები ძირითადად გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობის მიზნით განხორციელდა. ასევე, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგისტრაციისა და ფუნქციონირების საკითხების მოწესრიგების/დარეგულირების საჭიროებით არის განპირობებული.