LIVE
ვიდეო
27 სექ, 2022 18:00
ბოლო სამ დღეში ბინების გასაყიდი ფასი კიდევ გაიზარდა - უძრავი ქონების სააგენტო
1170

მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლის პარალელურად, საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასი გაზრდილია როგორც გასაყიდ და გასაქირავებელ ბინებზე, ისე სამოსახლო მიწებზე - თბილისსა და მის შემოგარენში.

უძრავი ქონების სააგენტო Liberte-ს დირექტორი, ნინო პეტრიაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა განსაკუთრებით გასაყიდ უძრავ ქონებაზე გაიზარდა.

„ბოლო სამ დღეში უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა დაახლოებით 15%-ით მოიმატა. როდესაც მოთხოვნა იზრდება, ბინის მესაკუთრეები მომენტალურად ზრდიან ბინის ღირებულებას. გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე აღარ მაქვს საუბარი, 300$-იანი ბინები ახლა 800$-ის ფარგლებშია“,- ამბობს ნინო პეტრიაშვილი.

ამასთან, სოციალურ ქსელში სულ უფრო აქტიურდება განცხადებები, რომ ქართველი გამქირავებლები, მობინადრეებს კონკრეტულ დროში ბინის დაცლას სთხოვენ, ძირითადი მიზეზი მიგრანტების შესახლება და მათგან გაცილებით მაღალი თანხების აღებაა.

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადარუსეთიდან გაქცეული ადამიანები და, მასთან ერთად, საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, რადგან საქართველოში შემოსული მიგრანტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოს საზღვარი 796 638 რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 413%-ია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ