LIVE
ვიდეო
04 ივლ, 2024 19:24
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესი – მელიორა 2024-ის გამარჯვებულები
1227

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის – მელიორა 2024-ის წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია.  

სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონიას ჯამში 250 სტუმარი ესწრებოდა.

Meliora 2024-ის ცხრა კატეგორიიდან, გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ შვიდ კატეგორიაში:

  • კატეგორია "მწვანე ინიციატივა"

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი, პროექტი "მწვანე სტანდარტი"

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: პოლივიმი, პროექტი "მწვანე ინიციატივა"

  • კატეგორია „პასუხისმგებელი დამსაქმებელი"

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ბაზისბანკი, პროექტი "პასუხისმგებელი დამსაქმებელი"

  • კატეგორია "საზოგადოების მხარდაჭერა"

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ჰილტონ ბათუმი, პროექტი "საზოგადოების მხარდაჭერა"

გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: კლიპარტი, პროექტი "წიგნის კლუბი"

  • კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა“

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: "ზღაპარი", პარტნიორობა ასოციაციასთან "ცხოვრების შანსი", პროექტი: "სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების პროფესიული მხარდაჭერა და გაძლიერება"

  • კატეგორია "გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე"

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი, პროექტი "მდგრადი განვითარების ანგარიში 2022"

  • კატეგორია"წლის CSR მენეჯერი"

გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ნათია სირბილაძე, კომპანია "ექზაქტპრო სისტემს ჯორჯია"

წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის კატეგორიაში კი გამარჯვებული გახდა თიბისი ბანკი. 

კონკურსზე წარდგენილი იყო კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. პროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ დარგის წამყვანი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

 

„მელიორას“ მსგავსი კონკურსები ბიზნესს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს, როგორც მრავალფეროვანი CSR პროექტების განხორციელებაში, ასევე კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და რეპუტაციის გამყარებაში. გარდა ამისა განვითარებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ბიზნესის მართვის ევროპულ სტანდარტებთან ” – განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

კონკურსი CSRDG-ის ორგანიზებით გაიმართა, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ