ვიდეო
ქართულმა ბანკებმა 2023 წელს ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს
ქართულმა ბანკებმა 2023 წელი რეკორდულად მაღალი, 2.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. მოგება 2022 წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.
ბაზრის ლიდერები საქართველოს ბანკი და თიბისი არიან, მხოლოდ ამ ორი ბანკის მოგება აჭარბებს 1 მილიარდ ლარს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან ზარალზე მხოლოდ სილქ ბანკი და პეისერა გავიდნენ. უფრო დეტალურად, 2023 წლის წმინდა მოგება ბანკების მიხედვით ასე გამოიყურება:
- საქართველოს ბანკი 1.3 მლრდ
- თიბისი ბანკი ₾1 მლრდ
- ლიბერთი ბანკი ₾81.1 მლნ
- ბაზის ბანკი ₾71.9 მლნ
- პროკრედიტ ბანკი ₾43.7 მლნ
- კრედო ბანკი ₾39.1 მლნ
- ტერა ბანკი ₾30.2 მლნ
- ქართუ ბანკი ₾29.7 მლნ
- ხალიკ ბანკი ₾20.1 მლნ
- იშ ბანკი ₾16.7 მლნ
- ზირაათ ბანკი ₾7.8 მლნ
- პაშა ბანკი ₾1.6 მლნ
- ვი–თი–ბი ბანკი ₾203 ათასი
- სილქ ბანკი - ზარალი ₾7.5 მლნ
- პეისერა - ზარალი ₾1.4 მლნ
2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდნენ. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბანკების „გაუმართლებლად მაღალი მოგება“ დაასახელა.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ