LIVE

გაკოტრებული კრიპტობროკერი Voyager-ი ნაღდი ფულის გატანის განახლებას გეგმავს

06 აგვ 202220:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
გაკოტრებული კრიპტობროკერი Voyager-ი ნაღდი ფულის გატანის განახლებას გეგმავს
Gabby Jones/Bloomberg

კრიპტოვალუტის პლატფორმა Voyager Digital-მა განაცხადა, რომ მომავალ კვირას განაახლებს მომხმარებლის წვდომას ნაღდი ფულის განაღდების აპლიკაციაზე.

გატანა სავარაუდოდ 11 აგვისტოს მხოლოდ დოლარის რეზერვებისთვის დაიწყება. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სასამართლომ დაამტკიცა მისი წინადადება კლიენტებისთვის ნაღდ ფულზე ხელმისაწვდომობის აღდგენის შესახებ.

კლიენტებს შეუძლიათ, 3 ოქტომბრამდე პრეტენზიები შეიტანონ Voyager-ის წინააღმდეგ თავიანთი კრიპტო საკუთრების შესახებ.

Voyager-მა 1-ელ ივლისს შეაჩერა ვაჭრობა, დეპოზიტების და ნაღდი ფულის გატანა. კომპანია ერთდროულად ახორციელებს რესტრუქტურიზაციას და პოტენციურ გაყიდვას.

კრიპტო მილიარდერმა სემ ბანკმენ-ფრიდმა გასულ თვეში შესთავაზა Voyager-ის აქტივების ყიდვა ნაღდი ფულით საბაზრო ღირებულებით. კომპანიამ უარყო შეთავაზება და მას სალიკვიდაციო ტენდერი უწოდა. Voyager-ის ადვოკატმა სასამართლოში თქვა, რომ კომპანიამ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება აქტივებზე FTX-ისა და Alameda-ს შეთავაზებაზე მეტი ოდენობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუექ იანგი