LIVE

იტალია ინფლაციასთან საბრძოლველად $14,5 მილიარდიან პაკეტს დაამტკიცებს

04 აგვ 202216:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
იტალია ინფლაციასთან საბრძოლველად $14,5 მილიარდიან პაკეტს დაამტკიცებს
REUTERS/Guglielmo Mangiapane

იტალია გეგმავს დაამტკიცოს ახალი დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 14,3 მილიარდი ევროა ($14,5 მილიარდი), რათა დაეხმაროს ბიზნესისა და ოჯახების დაცვას ენერგიისა და სამომხმარებლო ფასების ზრდისგან.

სქემა, რომელიც პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომდევნო თვის ეროვნული არჩევნების წინ, ემატება დაახლოებით 33 მილიარდ ევროს, რომელიც ბიუჯეტში იყო იანვრიდან მოყოლებული ელექტროენერგიის, გაზისა და ბენზინის მზარდი ფასების შესამცირებლად.

Reuter-ს მიერ მოპოვებული რეგულაციის პროექტის თანახმად, მთავრობა გეგმავს მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გააგრძელოს არსებული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის და გაზის გადასახადების შემცირებას.

პროექტით დაფინანსდება ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მზის ენერგიის სუბსიდირება ატომური ელექტროსადგურების გაუქმებამდე. ეს გადასახადები, როგორც წესი, შეადგენდა იტალიის ელექტროენერგიის გადასახადების 20%-ზე მეტს.

მთავრობა გააგრძელებს 200 ევროს გადახდას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე იტალიელებზე.

ავტოგასამართ სადგურზე საწვავზე აქციზის შემცირება, რომელსაც ვადა 21 აგვისტოს ეწურება, 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რომი ასევე განიხილავს ენერგეტიკულ კომპანიებს ოქტომბრამდე აეკრძალოს ცალმხრივი ცვლილებები ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ხელშეკრულებებში შინამეურნეობებისთვის.

იმის გამო, რომ საგადასახადო შემოსავლები პროგნოზირებულზე უკეთესია, პაკეტის დაფინანსება არ გაზრდის მთავრობის დეფიციტის სამიზნეს, რომელიც რომმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა - ეროვნული წარმოების 5.6% წელს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასებით, 2021 წელს იტალიაში საშუალო სტატისტიკურმა დასაქმებულმა დაკარგა მთლიანი ხელფასის 46,5% გადასახადებისა და სოციალური უზრუნველყოფის შენატანებში.

ხანდაზმულთა მსყიდველობითუნარიანობის მხარდასაჭერად, მთავრობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში გააგრძელებს 2023 წლისთვის დაგეგმილ პენსიების 2%-ით გადაფასებას, სახელმწიფო ხაზინაში დაახლოებით 2,4 მილიარდი ევროს ღირებულებით.