LIVE

Solana-ს ათასობით საფულე გატეხილია - მორიგი დარტყმა კრიპტობაზარზე

03 აგვ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
Solana-ს ათასობით საფულე გატეხილია - მორიგი დარტყმა კრიპტობაზარზე
Bing Guan/Bloomberg Finance

ჰაკერების სამიზნე Solana-ს ეკოსისტემა და ათასობით საფულე გახდა. ეს კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ბოლო დარტყმაა მას შემდეგ, რაც ჰაკერების სამიზნე Nomad-ის სისტემა გახდა.

ზარალის შეფასება განსხვავებულია. კომპანია Elliptic-ის თანახმად, სოლანას 7,900-ზე მეტი საფულედან $5,2 მილიონზე მეტი კრიპტო აქტივები მოიპარეს. უსაფრთხოების კომპანია PeckShield-ის თანახმად, დაახლოებით $8 მილიონი მოიპარეს Solana-ს ოთხი საფულის მისამართიდან.

Solana-ს SOL ტოკენი ადრეულ ვაჭრობაში 7.3%-ით, $38.4-მდე დაეცა, რაც მისი ყველაზე დაბალი ფასია ბოლო კვირის განმავლობაში. ბიტკოინის ღირებულებამ დაახლოებით $23,000 შეადგინა.

კრიპტოვალუტის პლატფორმები მიმდინარე წელს მრავალი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. Solana-ს პრობლემები დაიწყო რამდენიმე დღის შემდეგ, რაც Nomad-მა, კრიპტო ტოკენების სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის გადაცემის შუალედურმა პროტოკოლმა, დაახლოებით $200 მილიონი დაკარგა. Elliptic-ის ივნისის მოხსენების თანახმად, 2022 წელს პლატფორმებიდან $1 მილიარდზე მეტი მოიპარეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინჯერი და სიდჰარტა შუკლა