LIVE

ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.77 ლარია

28 ივლ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
ლარი გამყარდა - $1 ღირებულება 2.77 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.88 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7703 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.37 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.