LIVE

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გააუქმა

28 ივლ 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გააუქმა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა.

მარეგულირებელში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად „მაგთიფიქსს“ არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს.

„2021 წლის მარტის მდგომარეობით, „მაგთიკომს“ CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა „მაგთიკომთან“ ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის“ მომსახურებას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა „მაგთიფიქსით“, ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე გადაიყვანეს“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

შეგახსენებთ, ანალოგიური მოთხოვნით „მაგთიკომმა“ კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა. კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზეზით, „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე აბონენტი აღნიშნულ სერვისს კვლავ იყენებდა.

კომისიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას ორ შემთხვევაში შეძლებდა: პირველი, თუ „მაგთიფიქსის“ ყველა აბონენტი ალტერნატიული მობილური საშუალებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ან მეორე, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.