LIVE

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2024 წლის შემდეგ დატოვებს

26 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2024 წლის შემდეგ დატოვებს

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2024 წლის შემდეგ დატოვებს და ყურადღებას გაამახვილებს საკუთარი ორბიტალური ფორპოსტის მშენებლობაზე. განცხადება რუსეთის კოსმოსური კორპორაციის, Roscosmos-ის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა გააკეთა.

იური ბორისოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სხვა პარტნიორების წინაშე პროექტის დატოვებამდე.

“2024 წლის შემდეგ სადგურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია”, - განაცხადა ბორისოვმა.

გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღეს.

მიუხედავად უთანხმოებისა, NASA-მ და Roscosmos-მა მიმდინარე თვის დასაწყისში გააფორმეს შეთანხმება. ასტრონავტები გააგრძელებენ რუსული რაკეტებით ფრენას, ხოლო რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიფრინდებიან SpaceX-ის გამოყენებით მიმდინარე შემოდგომიდან.

NASA-ს და რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ კოსმოსურ სადგურს ბორტზე ყოველთვის ეყოლება სულ ერთი ამერიკელი და ერთი რუსი, რათა ორბიტალური ფორპოსტის ორივე მხარემ შეუფერხებლად იმუშაოს. გარიგება დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და საბოლოოდ დასრულდა უკრაინის გამო უთანხმოების მიუხედავად, რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების ნიშნად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: THE ASSOCIATED PRESS