LIVE

ევროვიზია 2023-ს უკრაინის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს

25 ივლ 202216:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
ევროვიზია 2023-ს უკრაინის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს

2023 წელს ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, რადგან უკრაინაში ომი მოქმედ ჩემპიონებს კონკურსის გამართვაში ხელს უშლის.

კონკურსის ვებსაიტის მიხედვით, იტალიაში ჩატარებულ ევროვიზია 2022-ს 161 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. კონკურზე გამარჯვებული სიმღერა Stefania უკრაინულმა Kalush Orchestra-მ შეასრულა. ჩვეულებრივ, მომდევნო წლის კონკურსს წინა წლის გამარჯვებულები მასპინძლობენ, თუმცა 2023 წლისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის გათვალისწინებით, წესი იცვლება.

ლოკაცია შეცვლილ კონკურსს კოორდინაციას BBC გაუწევს. მედია კომპანია მასპინძელი ქალაქის პოვნის პროცესს ახლა იწყებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ჰესკესი