LIVE

ბიტკოინის ფასი $22,000-ს ისევ ჩამოსცდა

25 ივლ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
ბიტკოინის ფასი $22,000-ს ისევ ჩამოსცდა

ბიტკოინის ერთთვიანი სავაჭრო დიაპაზონი ისევ $19,000-დან $22,000-მდე ნიშნულს დაუბრუნდა.

უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი დღეს 4,3%-ით დაეცა და სინგაპურში 12:15 საათისთვის $21,820-ად ივაჭრებოდა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი და სხვა შედარებით პატარა ციფრული მონეტები, როგორიცაა Avalanche და Solana, უფრო დიდ შემცირებას განიცდიან.

ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდის პირობებში, კრიპტომ, შესაძლოა, სარისკო ინვესტიციების რყევები კვლავ განიცადოს.

აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ბოლო ორმა ზრდამ საბაზრო განწყობების შესუსტება გამოიწვია. ტექნოლოგიური სექტორის არასაიმედო მოგებამ ასევე შეიძლება ცუდად იმოქმედოს ტექნოლოგიურ აქციებსა და ბიტკოინის ფასზე, ამ ორს შორის არსებული კორელაციის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ექსპერტი კვლავ თვლის, რომ ბიტკოინის ყველაზე უარესი, 53%-იანი ვარდნა წელს უკვე დასრულებულია.

თუმცა, კრიპტოსტაბილიზაციის შესახებ რაიმე მინიშნება ბაზრის ზოგიერთი დამკვირვებლისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი