
აშშ-ში ბენზინის სამომხმარებლო ფასი, მაისის შუა რიცხვებიდან პირველად, გალონზე $4.50-ს ჩამოსცდა.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ფასის საშუალო მაჩვენებელი გალონზე $4.49 იყო. ფასები 10%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რეკორდს მიაღწია. ბენზინის ფასები ქვეყნის მასშტაბით 35-დღიან კლების ტენდენციაზეა, რაც ფასის ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდია 2020 წლის აპრილის შემდეგ.
საწვავის ფასის ზრდამ მიმდინარე წელს აშშ-ში დეკადების განმავლობაში ყველაზე სწრაფ ინფლაციას შეუწყო ხელი. ქვეყნის სამომხმარებლო ფასები გასული წლის ივნისთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების გამო ზეწოლას განიცდის, ახლახან დაასრულა ვიზიტი საუდის არაბეთში, საიდანაც ის ნავთობის გაზრდილ მიწოდებას ელის.
Gas prices have been dropping for 34 days straight, about 50 cents a gallon. That saves the average driver about $25 a month.
— President Biden (@POTUS) July 18, 2022
I know those extra dollars and cents mean something. It's breathing room. And we're not done working to get prices even lower.
ორშაბათს ბაიდენმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიებმა შემცირებული ფასები მომხმარებლებამდე უნდა მიიტანონ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ლონგლი