
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. ამის შესახებ გაზეთი Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციას წინ უძღოდა აშშ-ის სენატის ორი დემოკრატი წევრის თეთრი სახლის მიმართ მოწოდება საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ. ისინი ბაიდენისგან მოითხოვენ, რომ განახლებადი ენერგიის პროდუქტებისა და სისტემების ფართო სპექტრის (მათ შორის, მზის პანელების) წარმოების გასაძლიერებლად გამოიყენოს თავდაცვის წარმოების აქტი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ შესაძლოა, ბაიდენს მისცეს ფართო აღმასრულებელი უფლებამოსილება, რათა თანხები სუფთა ენერგიის პროექტებისკენ მიმართოს, შეზღუდოს ოფშორული ნავთობის მოპოვება და ა.შ.
"დავამტკიცე, რომ გადაუდებელი ქმედებების დროა. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ქმედებები იქნება ისეთივე გაბედული, როგორც ამას პრობლემა მოითხოვს", - ამბობს სენატორი ედ მარკი, რომელიც Green New Deal-ის ავტორია.
ბაიდენმა პარასკევს თქვა, რომ ის "უკან არ დაიხევს" და პირობა დადო, რომ "მიიღებს ძლიერ აღმასრულებელ ზომებს".
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არი ნატერი