
უკრაინა შეერთებული შტატებისა და ევროპის ბანკებს რუსული ნავთობით მოვაჭრეებთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ წერილობით მიმართა ბანკებს, მათ შორის ჯეიმი დაიმონს JPMorgan-იდან და ნოელ ქუინს HSBC-დან, შეეწყვიტათ იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ და ყიდიან წილებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ კომპანიებში, Gazprom-სა და Rosneft-ში. წერილები ასევე გაეგზავნა Citigroup-სა და Crédit Agricole-ს.
უკრაინა ბანკებს ნავთობის მწარმოებლების დაკრედიტებით ომის “გახანგრძლივებაში” ადანაშაულებს. Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ ბანკებს განუცხადა, რომ მათ აეკრძალებოდათ უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია