LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო კი 2.88 ლარი

12 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1465
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო კი 2.88 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8745 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.68 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8788 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.