LIVE

აშშ უკრაინას კიდევ $368 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

09 ივლ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
აშშ უკრაინას კიდევ $368 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

შეერთებული შტატები რუსეთის შეჭრით დაზარალებულ უკრაინას კიდევ $368 მილიონით დაეხმარება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, დაფინანსების ახალი რაუნდი სახელმწიფო დეპარტამენტიდან თითქმის $288 მილიონს მიიღებს, ხოლო $80 მილიონზე მეტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გავლით. თანხა მოხმარდება საკვებს, უსაფრთხო სასმელ წყალს, ფულად დახმარებას, დაცვას, ხელმისაწვდომ თავშესაფარს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ლოჯისტიკას და ჰუმანიტარულ კოორდინაციას.

ახალი დახმარება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას თებერვლის შემდეგ ჯამში $1.28 მილიარდამდე ზრდის, განაცხადა ბლინკენმა, რომელიც ბალიზე, G-20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფება.

შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა დაახლოებით $400 მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს მაღალი სიზუსტის არტილერიას რუსულ ძალებსა და აღჭურვილობაზე დამიზნების გასაუმჯობესებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია