LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს

04 ივლ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.15 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8762 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0062 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.