LIVE

ბრიტანული არმიის ანგარიშები ჰაკერებმა კრიპტო პოსტებისთვის გამოიყენეს

04 ივლ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
ბრიტანული არმიის ანგარიშები ჰაკერებმა კრიპტო პოსტებისთვის გამოიყენეს

ბრიტანულმა არმიამ Twitter-ისა და YouTube-ის ანგარიშებზე კონტროლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც კვირას ისინი მოკლე დროით გატეხეს და კრიპტოვალუტებისა და NFT-ების შესახებ პოსტებისთვის გამოიყენეს.

"ბოდიშს ვიხდით არხის დროებითი შეფერხებისთვის. ჩვენ ჩავატარებთ სრულ გამოძიებას და ვსწავლობთ ამ ინციდენტიდან",- ნათქვამია @BritishArmy-ის Twitter-ის პოსტში. მანამდე ანგარიშზე NFT-ების შესახებ რამდენიმე პოსტი გაზიარდა.

არმიის YouTube არხი, რომლის სახელი Ark Invest-ით შეიცვალა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა, ასევე დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას.

არმიის Twitter-ს ამჟამად 362 000 გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube არხს 177 000 გამომწერი.

Ark Invest-ი გლობალური საინვესტიციო ფირმაა. არმიის YouTube არხზე რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა პანელიდან, რომელსაც შარშან ბიტკოინის შესახებ Ark Investment Management-მა უმასპინძლა. პანელზე სპიკერები იყვნენ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, ინვესტორი კეისი ვუდი და Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალი ვონგი