LIVE

Vitol: საწვავზე ფასების ზრდა მოთხოვნის განადგურებას იწვევს

03 ივლ 202221:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
Vitol: საწვავზე ფასების ზრდა მოთხოვნის განადგურებას იწვევს

ნავთობის უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრის თქმით, საწვავის ღირებულების გლობალური ზრდა მოთხოვნას მძიმე ტვირთად აწვება.

Vitol Group-ის აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ მიულერმა განაცხადა, რომ მომხმარებლები ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით დაზარალდებიან.

რაფინირებული საწვავის ფასებმა აშშ-ში წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ფასები გაიზარდა სხვა ქვეყნებშიც, რამაც ინფლაციის ზრდას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. გადამუშავებული საწვავი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ნავთობი, რომელმაც თითქმის 45%-იანი ზრდა დააფიქსირა და ბარელზე $110 შეადგინა. ფასების ზრდა დიდწილად რუსეთიდან მიწოდების შეფერხებებს და სანქციებს უკავშირდება. ამან გამოიწვია მარაგების გლობალური დეფიციტი, რაც ასევე გადამამუშავებელ ქარხნებში წლების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციებით იყო გამოწვეული.

ფასის სხვაობა, რომელსაც გადამამუშავებლები West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ბენზინად და დიზელად გადაქცევის შედეგად იღებენ, ბარელზე $50 შეადგინა. რიცხვი მიმდინარე საუკუნის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აჭარბებს. პარასკევს Exxon Mobil-მა ასევე განაცხადა, რომ მეორე კვარტალში გადამუშავების შემოსავალმა $5.5 მილიარდს მიაღწია.

არსებობს შანსი, რომ საწვავის ფასი მიმდინარე დონეზე დარჩება, თუ ჩინეთში მოთხოვნა აღდგენას განაგრძობს. Vitol-ის დირექტორმა გასულ თვეში Bloomberg-ს განუცხადა, რომ ჩინეთში ნავთობის  მოხმარება 2022 წლის ბოლოს შესაძლოა დღეში მილიონ ბარელამდე გაიზარდოს.

თუმცა, მიულერი ეჭვობს, რომ ჩინეთი ნავთობის ექსპორტის კვოტებს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის, გადამამუშავებლების მიერ წარმოების გაზრდის შესაძლებლობის მიუხედავად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ვალასი