LIVE

TikTok ადასტურებს, რომ თანამშრომლებს ჩინეთში აშშ-ის მომხმარებლების მონაცემებზე აქვთ წვდომა

02 ივლ 202219:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 760
TikTok ადასტურებს, რომ თანამშრომლებს ჩინეთში აშშ-ის მომხმარებლების მონაცემებზე აქვთ წვდომა
Brent Lewin/Bloomberg

TikTok-ი, ადასტურებს, რომ ზოგიერთ თანამშრომლებს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ აქვთ ამერიკელი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა. განცხადებამ კანონმდებლების შემდგომი კრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელის მონაცემთა გაზიარების პრაქტიკის შესახებ.

კომპანიის აღიარება გაჩნდა ცხრა ამერიკელი სენატორის მიმართ წერილში, რომლებმაც დაადანაშაულეს TikTok-ი ჯაშუშობაში და მოითხოვეს პასუხები კითხვებზე: აქვთ თუ არა ჩინეთში თანამშრომლებს წვდომა ამერიკელი მომხმარებლის მონაცემებზე? რა როლს ასრულებენ ეს თანამშრომლები TikTok-ის ალგორითმის ჩამოყალიბებაში? ზიარდება თუ არა ეს ინფორმაცია ჩინეთის მთავრობასთან?

ამჟამად, ჩინეთში თანამშრომლებს, რომლებმაც გაიარეს შიდა უსაფრთხოების პროტოკოლების სერია, შეუძლიათ მიიღონ გარკვეული ინფორმაცია TikTok-ის მომხმარებლების შესახებ, მათ შორის საჯარო ვიდეოები და კომენტარები, განაცხადა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შოუ ცუ ჩუმ. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არ არის გაზიარებული ჩინეთის მთავრობასთან და ექვემდებარება "კიბერუსაფრთხოების მკაცრ კონტროლს".

TikTok-ი აცხადებს, რომ მუშაობს აშშ-ს მთავრობასთან, რათა გაზარდოს მონაცემთა უსაფრთხოება და ყველაფერი, რაც "დაცულია" აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის, CFIUS-ის მიერ.

ახალი ინიციატივა, სახელწოდებით Project Texas, გულისხმობს აშშ-ის ინფორმაციის ფიზიკურ შენახვას მონაცემთა ცენტრებში შეერთებული შტატების სერვერებზე, რომლებიც ეკუთვნის პროგრამულ გიგანტ Oracle-ს.

TikTok ასევე ახორციელებს პლატფორმის მიგრაციას Oracle-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურაში. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაცია და ალგორითმი ხელმისაწვდომი იქნება და განთავსდება აშშ-ის მომხმარებლებისთვის შიდა მონაცემთა ცენტრებიდან.

"TikTok-ის პასუხი ადასტურებს, რომ ჩვენი შეშფოთება კომპანიაზე კომუნისტური პარტიის გავლენის შესახებ საფუძვლიანი იყო. ჩინურ კომპანიას თავიდანვე სიმართლე უნდა ეთქვა, მაგრამ ცდილობდნენ სამუშაო ფარულად შეესრულებინათ. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, აქვს თუ არა კომუნისტურ ჩინეთს მათი ინფორმაცია", - განუცხადა Bloomberg-ს რესპუბლიკელმა სენატორმა მარშა ბლექბერნმა. 

რესპუბლიკელი სენატორები ციტირებდნენ BuzzFeed News-ის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა აქვთ კომპანიის ინჟინრებს ჩინეთში. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ TikTok-ი „იყენებს წვდომას აშშ-ის მომხმარებელთა მონაცემებზე ამერიკელების თვალთვალისთვის“. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ბარინკა