LIVE

Deutsche Bank: ბიტკოინი წლის ბოლოს $28,000-იან ღირებულებას მიაღწევს

30 ივნ 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2204
Deutsche Bank: ბიტკოინი წლის ბოლოს $28,000-იან ღირებულებას მიაღწევს

Deutsche Bank-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოს ვაჭრობს ბიტკოინი აშშ-ს აქციებთან, ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, $28,000-იან ღირებულებას მიაღწიოს.

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა, 2022 წელს რისკიანი აქტივების მიმართ ინვესტორების მადის შემცირების პერიოდში მნიშვნელოვნად დაეცა, რასაც საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და ინფლაციის შიშებმა შეუწყო ხელი. მარიონ ლაბურეს და და გალინა პოზნიაკოვას ანალიზის მიხედვით, ბიტკოინის ფასი $20,000-იანი ნიშნულიდან 30%-ით აიწევს. თუმცა, ამ ფასითაც კი, ციფრული ვალუტა იმის ნახევარი ეღირება, რაც ნოემბერის პიკის დროს ღირდა.

ანალიტიკოსების თქმით, კრიპტოვალუტები მნიშვნელოვნად დაუკავშირდა ისეთ ინდექსებს, როგორიცაა ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq 100 და S&P 500. ბანკის სტრატეგები ვარაუდობენ, რომ S&P იანვრის დონეს წლის ბოლოს აღიდგენს, ხოლო ბიტკოინი მის ტენდენციას გაიმეორებს.

ლაბურეს და პოზნიაკოვას მიხედვით, ციფრული მონეტა უფრო მეტად ჰგავს ფართოდ რეკლამირებულ ბრილიანტს, ვიდრე ოქროს, რომელიც სტაბილურ საქონელს წარმოადგენს.

ბიტკოინმა ვერ გაამართლა ექსპერტებისა და ბაზრის დამკვირვებლების პროგნოზები, რომ ის ინვესტორებისთვის თავშესაფარი იქნებოდა. ციფრულმა მონეტებმა ცენტრალური ბანკების მიერ ზედმეტი ლიკვიდურობის შემცირების ფონზე უარესი პერფორმანსი დააფიქსირეს, ვიდრე აქციებმა, ბონდებმა და საქონელმა. მეორე მხრივ, ოქრომ გაცილებით უკეთ გაძლო.

ორ ანალიტიკოსს ბრილიანტის სივრცეში მთავარი მოთამაშის, De Beers-ის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ბრილიანტების შესახებ მომხმარებელთა წარმოდგენის შეცვლა სარეკლამო ძალისხმევის წყალობით შეძლო.

”პროდუქტის ნაცვლად იდეის მარკეტინგით, მათ შეძლეს მყარი საფუძველი შეექმნათ $72 მილიარდიანი ალმასის ინდუსტრიისთვის, სადაც ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში ისინი დომინირებენ. რაც მართალია ბრილიანტებისთვის, მართალია ბევრი საქონლისა და სერვისისთვის, მათ შორის ბიტკოინისთვის“,- განაცხადეს მათ.

მონეტის ფასი დღეს $19,000-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იმანურელ ჯონ მილტონი