LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

28 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9349 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.13 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1040 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1066 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.