LIVE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ელკომმა“ მზის ელექტროსადგურები დაამონტაჟა

21 ივნ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ელკომმა“ მზის ელექტროსადგურები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ელკომმა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. 

ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია წლიურად 50 000 კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 15 000-ლარამდე თანხას დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად, ახალი, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენს შემთხვევაში ელექტროენერგიის ხარჯების სეზონის მიხედვით ცვალებადია, საშუალოდ თვეში გამოდის 1 300 ლარი, რომელსაც სრულად დავფარავთ მზის ელექტროპანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით“, - აცხადებს დირექტორი თემურ ჯალიაშვილი.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 72 000 ლარია, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორთან ერთად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც მას მისცემს საშუალებას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ბანკმა 72 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც სრულად მოხმარდება  მზის პანელების შეძენასა და მონტაჟს. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით, დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. 

(R)