LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

20 ივნ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 279
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9340 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9239 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.01 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0913 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0757 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.