LIVE

Wall Street-ზე აშშ-ში რეცესიის გაზრდილ რისკებს ხედავენ

16 ივნ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
Wall Street-ზე აშშ-ში რეცესიის გაზრდილ რისკებს ხედავენ

ანალიტიკოსები აშშ-ში რეცესიის გაზრდილ რისკებს ხედავენ მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა (Fed) 1994 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მეტად გაზარდა. რეცესიის მოლოდინებს ასევე ზრდის მომხმარებელთა ხარჯვის შესუსტების ნიშნებიც.

Fed-მა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით 1.5%-დან 1.75%-მდე დიაპაზონში გაზარდა. ოფიციალური პირები ინფლაციასთან ბრძოლას აძლიერებენ, რომელიც ჯერ ისევ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.

აშშ-ის საცალო გაყიდვები ხუთი თვის განმავლობაში მაისში პირველად დაეცა, რადგან გაზრდილმა ფასებმა მომხმარებლების ხარჯვაზე ზეგავლენის მოხდენა დაიწყო. ანალიტიკოსების თქმით, თუ მომხმარებელთა ხარჯვის შენელებას გავითვალისწინებთ, აშშ შესაძლოა უკვე რეცესიაში იყოს.

პარალელურად, უმუშევრობა ისტორიულად უდაბლეს დონეს ინარჩუნებს. Wells Fargo-ს მიხედვით, ეს სიძლიერე დამატებით ხარჯვას უნდა დაეხმაროს და ეკონომიკური ზრდა ზედმეტი შემცირებისგან დაიცვას.

რეცესია, როგორც წესი, განისაზღვრება, როგორც მთლიანი ეკონომიკური აქტივობის შემცირება, რომელიც ფართოდ გავრცელებულია და რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გრძელდება. აშშ ახლახან გამოვიდა ყველაზე ღრმა შემცირებიდან მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, რაც Covid-19-ის პანდემიას მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატია დმიტრიევა