ქოლგა არ არის იმ ნივთებს შორის, რომლებსაც დიდხანს ვიყენებთ. შეიძლება ის სულ ერთი-ორჯერ გამოვიყენოთ და მერე ტაქსში დაგვრჩეს, მაგრამ თუ ქოლგა ნამდვილად ხარისხიანია, ის არაერთი სეზონის ავდარს გაუძლებს.
ამ მხრივ, ბაზრის ლიდერი Swaine Adeney Brigg-ის ინგლისური ხელნაკეთი ქოლგაა. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ამ კომპანიის ქოლგები სხვადასხვა დროს, მეფეებს, დედოფლებს, პრემიერ-მინისტრებსა და ათასობით სხვა მომხმარებელს იფარავდნენ წვიმისგან.
აბრეშუმით დაფარულ ქოლგას, რომელიც 1264 დოლარი (925 ფუნტი) ღირს და რომელიც Malacca Prince of Wales-ს სახელით არის ცნობილი, დიახაც რომ თავად პრინცი იყენებდა. ის კოლექციის მართლაც გამორჩეული ეგზემპლარია.
უელსის პრინცის ქოლგის თითოეული დეტალი, მისი მყარი მოვერცხლილი კიდისა და წიფლის ტარის ჩათვლით, ნორფოლკში, Brigg-ის ფაბრიკაში ხელით ეწყობა. მის ადგილზე მიწოდებას კი, შეკვეთიდან, დაახლოებით, რვა კვირა სჭირდება.
დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებულია ნეილონისგან დამზადებული ქოლგა, რომლის ფასი 580 ფუნტია, თუმცა აბრეშუმით დაფარული უკეთაც გამოიყურება და არჩევანიც ტრადიციულად მასზე კეთდება ხოლმე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ტარმი