LIVE

Paramount-ს Top Gun: Maverick-ის გამოშვებისთვის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

07 ივნ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 822
Paramount-ს Top Gun: Maverick-ის გამოშვებისთვის საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

ისრაელელი მწერლის ოჯახი, რომლის მოთხრობა 1986 წელს გამოსული ფილმის, Top Gun-ის ინსპირაცია გახდა, კინოსტუდია Paramount Pictures-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივის. 

ისინი აცხადებენ, რომ სტუდიას ეჰუდ იონაის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ახალი ფილმის გამოშვების უფლება არ ჰქონდა. მათივე თქმით, Paramount-ი 2018 წელს გააფრთხილეს, რომ Top Gun-ის ფრენშაიზის შესახებ საავტორო უფლებები 2020 წლიდან შეუწყდებოდა. მიუხედავად ამისა, მან ფილმის გაგრძელება Top Gun: Maverick, ნებართვის გარეშე, გასულ თვეს გამოუშვა. 

Paramount ამტკიცებს, რომ საავტორო უფლებების შეწყვეტის თარიღამდე ფილმი თითქმის დასრულებული იყო. 

"პრეტენზიები უსაფუძვლოა და თავს დავიცავთ", - ნათქვამია Paramount-ის განცხადებაში.

Paramount-ის საკულტო ინტელექტუალური ქონების პორტფოლიოში Top Gun მთავარი სამკაულია, მიუხედავად იმისა, რომ სტუდიას ბოლო წლებში სხვა წარმატებული ფილმები, მათ შორის Sonic the Hedgehog და A Quiet Place შეემატა. ვერც ერთი მათგანი ტომ კრუზის მებრძოლი პილოტის ფილმის შედეგებს ვერ შეედრება. 

IMDbPro-ს ინფორმაციით, ფილმმა პირველი ორი კვირის განმავლობაში თითქმის იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე სტუდიის მიერ გავრცელებულმა რომელიმემ ფილმმა ბოლო 40 წლის განმავლობაში. 

მწერლის ოჯახის ადვოკატი მარკ ტობეროფია. ის ხშირად იცავს იცავს მხატვრებისა და მწერლების უფლებებს სასამართლო პროცესების მეშვეობით. ტობეროფი იცავდა ლეგენდარული კომიქსების მხატვრებს Walt Disney-თან სასამართლოში, რაც გამოწვეული იყო 2009 წელს მედია გიგანტის მიერ Marvel-ის სუპერგმირების ფრენშაიზის შეძენით. იონაის გუნდშია გამოჩენილი ყოფილი მოსამართლე ალექს კოზინსკიც. ის ცნობილი კინომოყვარულია, რომელიც საავტორო უფლებების დავებზე მუშაობდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფრანჩესკა მაგლიონე და კელი გილბლომი