LIVE

გლობალურ ეკონომიკაში ქალების როლი იზრდება

09 დეკ 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 26
გლობალურ ეკონომიკაში ქალების როლი იზრდება

ვერ უარვყოფთ, რომ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სტერეოტიპული შეხდულებების გამო მრავალი გლობალური საკითხი ჯერ კიდევ კაცების ხელშია. თუმცა 2020 წელი ქალებისთვის ამ მხრივ გამორჩეული და პროგრესული მაინც იყო. უფრო მეტმა ქალმა შეძლო ისეთი პოზიციების დაკავება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ კაცებს ეკავათ.

ფრანგი ოდილ ღენუ-ბასო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ხელმძღვანელი გახდა. კრისტინ ლაგარდი კი ევროპის ცენტრალურ ბანკს 2019 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობს. 

მშვიდობიანი მარში თანასწორობისთვის, 2021 წელს კიდევ უფრო გამორჩეული იქნება და ქალების როლი გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში უფრო გაიზრდება. დიდი ოცეულის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადას უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ შემდეგი წლიდან ფინანსთა კაბინეტს ქალები ჩაიბარებენ. აშშ-ში, ჟანეტ იელენი ხოლო კანადაში კრისტია ფრილანდი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) არჩევანი ასევე ქალ მმართველებზე შეაჩერა.

მიუხედავად პროგრესისა, ეკონომიკის მართვის უფრო მეტი ბერკეტი ჯერ კიდევ კაცების ხელშია. მაგალითად, ბრიტანეთმა კანცლერის თანამდებობაზე ქალი კანდიდატის წარდგენის მიუხედავად რვა საუკუნიანი პატრიარქატი ამ გავლენიან პოზიციაზე ვერ დაასრულა. გამონაკლისი არც აზიაა სადაც იაპონიაში ფინანსთა მინისტრის პოზიცია ისევ კაცმა დაიკავა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოე შენივაისი