LIVE

რიჩარდ ბრენსონის ქონება $ 1,8 მილიარდით გაიზარდა

03 თებ 202109:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
რიჩარდ ბრენსონის ქონება $ 1,8 მილიარდით გაიზარდა
Bloomberg

წელს რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში გაფრენას გეგმავს, თუმცა მისმა ქონებამ უკვე მოახერხა სტრატოსფეროს გარღვევა. იანვრის შუა რიცხვებიდან მილიარდერის ქონება $ 1,8 მილიარდით გაიზარდა. ეს მას შემდეგ, რაც Virgin Galactic Holdings- ის აქციებმა პიკს მიაღწია. წელს კომპანიის აქციები ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა.

ბრენსონსი, რომლიც გასულ წელს Virgin Atlantic Airways-ის კოლაფსისგან გადარჩენას ცდილობდა, ახლა 7,8 მილიარდი დოლარს ფლობს. მისი წილი Virgin Galactic– ში მისი ქონების თითქმის ნახევარს შეადგენს.

კოსმოსური ტურიზმი 70 წლის ბრანსონის ერთ-ერთი უახლესი ფსონია. The Virgin-ის ბრენდი, რომელიც მან 1970 წელს დააარსა, ახლა მსოფლიოს 40-ზე მეტ ბიზნესს უკავშირდება, მათ შორის არის ბრიტანულ ბანკი Virgin Money UK.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ სტაფლსი