LIVE

Samsung-ი ჩიპების წარმოებასა და ბიოტექნოლოგიებზე $360 მილიარდს დახარჯავს

29 მაი 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
Samsung-ი ჩიპების წარმოებასა და ბიოტექნოლოგიებზე $360 მილიარდს დახარჯავს

Samsung-ი 2026 წლამდე ხარჯების გაზრდას 30%-ით $360 მილიარდამდე გეგმავს, რაც ბიზნესის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში მოხმარდება, მათ შორის ჩიპებისა და წამლების წარმოების მიმართულებით.

კონგლომერატი, რომლის ერთეულები Samsung Electronics-დან Samsung Biologics-მდე კორეის ეკონომიკაზე დომინირებენ, პირობას იძლევა, რომ 2026 წლამდე 80,000 სამუშაო ადგილს შექმნის, ძირითადად ნახევარგამტარებისა და ბიოფარმაცევტულ საწარმოებში.

ჯგუფი განსაკუთრებული ყურადღებას დაუთმობს Samsung Electronics-ს, მულტი-მილიარდიანი იმპერიის ძირითად ერთეულს, რომელიც გემთმშენებლობას, ტექნოლოგიებს, ჯანდაცვასა და ფინანსებს მოიცავს. მსოფლიოს უმსხვილესი სმარტფონების მწარმოებელი მაღალი დონის ჩიპების წარმოებაში 2030 წლამდე $151 მილიარდს ჩადებს. აქედან დიდი ნაწილი ნახევარგამტარების მიმართულებით დაიხარჯება.

წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეროვნული გეგმის მიხედვით, Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა ნახევარგამტარების კვლევასა და წარმოებაში 2030 წლამდე 510 ტრილიონ ვონზე მეტის ინვესტირების დაპირება გასცეს.

ჯგუფმა განაცხადა, რომ დაახლოებით 360 ტრილიონი ვონი დაიხარჯება ქვეყნის შიგნით, ხოლო დანარჩენი ინვესტიცია საზღვარგარეთ განხორციელდება.

კომპანია ასევე ააშენებს $17 მილიარდიან ჩიპების ქარხანას ტეხასში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის გამარჯვებაა. აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება და ამერიკის ტერიტორიაზე ნახევარგამტარების წარმოება პრიორიტეტულია. გასულ კვირას, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში აზიაში მისი პირველი მოგზაურობისას Samsung-ის ჩიპების ქარხანას ესტუმრა და განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების დაცვაში ერთობლივ ძალისხმევას მიესალმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შინიე კანგი