LIVE

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

21 მაი 202215:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1200
აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილად, მაგრამ Star Wars-ის მებრძოლი X-wing-ი ძალიან მიწიერი ავტოფარეხიდანაა.

იდეა ეკუთვნის აკაკი ლეკიაშვილს, ქართველ ექიმს ატლანტაში, რომელმაც პროექტზე მუშაობას 6 წელი დაუთმო. ახლა კი მზად არის, თავისი ძალა სიკეთისთვის, “ბოროტების იმპერიასთან საბრძოლველად” გამოიყენოს. მისთვის ეს უკრაინისთვის ფულის შეგროვებას ნიშნავს.

X-wing starfighter-ის აშენების იდეა ლეკიაშვილს 2016 წელს გაუჩნდა, როგორც შვილებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიას ასწავლიდა.

“ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი აერონავტიკის ინჟინერი, მაგრამ მშობლებმა მიბიძგებს სამედიცინო სკოლაში სწავლისკენ”, - ამბობს ლეკიაშვილი.

50 წლის ლეკიაშვილს არ ჰქონდა ვარსკვლავური ომების ფილმები ნანახი, როგორც მისი თანატოლების უმეტესობას. ის გაიზარდა საქართველოში, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კონტროლქვეშ იყო.

მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ლეკიაშვილი მოზარდი იყო, პირველად აღმოაჩინა “ვარსკვლავური ომები”. მაშინვე მიიპყრო ყურადღება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის თემამ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსთვისაც “რეზონანსული იყო”. 

ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, ლეკიაშვილის მებრძოლი საბოლოოდ მზად იყო ფრთების გაშლისთვის... ფაქტობრივად.

X-wing-ის ასლი, ორიგინალის მასშტაბის დაახლოებით ორი მესამედი, კონტროლდება უკაბელო დისტანციური მართვის საშუალებით. მას საათში დაახლოებით 4 მილის გავლა შეუძლია. კაბინის შიგნით არის ორი კამერა და სამიზნე სისტემა, რომელიც ლუკ სკაიუოკერმა სიკვდილის ვარსკვლავის გასანადგურებლად გამოიყენა. მას აქვს საკუთარი R2D2, გასაბერი დროიდი. ერთადერთი, რასაც ის არ აკეთებს, არის ფრენა და ლაზერების გასროლა. 

ებრძოლმა დღის სინათლე 2022 წლის დასაწყისში იხილა, როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრა დაიწყეს. ლეკიაშვილს და მის მეუღლეს ოჯახები უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ. მათ დახმარების სასწრაფო საჭიროება იგრძნეს. მათ სათამაშოს მსოფლიოში პოპულარიზაცია დაიწყეს და ფულს უკრაინისთვის აგროვებენ.

“ბავშვებს სურთ მასზე ჯდომა და ღილაკებზე ხელის დაჭერა, სურათების გადაღება და შემოწირულება. ძალიან კარგ ფულს ვაგროვებთ”, - ამბობს ლეკიაშვილი.

აქამდე X-wing აგროვებდა ფულს ამერიკის კონგრესის კომიტეტის საქართველოს განყოფილებისთვის. შემოწირულებების გაზრდის მიზნით.

ლეკიაშვილი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემლებს მიიზიდავს. მან შექმნა Twitter-ის ანგარიში X-wing-ისთვის, რომელმაც, მისი თქმით, მარკ ჰემილის (თავად ლუკ სკაიუოკერის) ყურადღება მიიპყრო. ის ასევე ახლახან აჩვენეს Atlanta Braves Star Wars Night-ზე.

თუმცა, ლეკიაშვილის საბოლოო მიზანია პარტნიორობა არაკომერციულ ორგანიზაციასთან ან ვინმესთან, ვინც მას დაეხმარება აუქციონზე გამოიტანოს ვარსკვლავური ომების უნიკალური სამახსოვრო ნივთები, მთელი ფული კი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს.

“მე შემიძლია შევქმნა X-wing, მაგრამ ფულის შეგროვება არ არის ჩემი ექსპერტიზის სფერო. ეს არის უზარმაზარი, უზარმაზარი ტრაგედია. ბევრი ადამიანი იტანჯება და ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა დასახმარებლად”, - ამბობს ლეკიაშვილი.