
პოლონეთმა პირობა დადო, რომ დაიცავს შვედეთს და ფინეთს ნატოში გაწევრიანების პროცესში. განცხადება პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.
“მინდა განვმარტო, რომ შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში მათი გაწევრიანების პროცესში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს”, - განაცხადა მორავიეცკიმ ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე.
ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების სურვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოთქვეს. ეს სკანდინავიის ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ისტორიული ცვლილებაა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია