
Goldman Sachs-მა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 4,5%-დან 4%-მდე შეამცირა. ბანკმა გადაწყვეტილებისთვის აპრილის მოსალოდნელზე უარესი ეკონომიკური მონაცემები დაიმოწმა.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომისტებმა ასევე შეამცირეს მეორე კვარტლის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 4%-დან 1.5%-მდე. Goldman-ის ზრდის შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ Covid-ი ძირითადად კონტროლის ქვეშ დარჩება, ქონების ბაზარი გაუმჯობესდება და მთავრობა ინფრასტრუქტურის ხარჯებს გაზრდის.
„მიუხედავად მარტსა და აპრილში ომიკრონის ვარიანტის კონტროლისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯებისა, მთავრობას არ გადაუხვევია ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის სამიზნე მაჩვენებლისგან, ნულოვანი Covid პოლიტიკა კი მაისის დასაწყისში კიდევ უფრო გააძლიერა",- წერენ ეკონომისტები.
ჩინეთი მარტიდან ორი წლის განმავლობაში ყველაზე უარესი Covid-აფეთქების შესაჩერებლად იბრძვის. აღსანიშნავია, რომ შანხაიმ მხოლოდ ამ კვირაში დაიწყო ნორმალური საქმიანობის აღდგენის განხილვა, რაც ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილ ელეინ დაისისი