LIVE

საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა - საქსტატი

17 მაი 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა - საქსტატი

2022 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოების ჯამური მოცულობა 112.2 მილიონი ლიტრი იყო, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს 2.7%-ით ჩამორჩება. 

რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, საანგარიშო პერიოდში მისმა რაოდენობამ 165.5 მილიონი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებზე 3.4%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიურად 5.7%-ით გაიზარდა ხორცის წარმოება და ჯამში 16.7 ათასი ტონა შეადგინა.