
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს (WEF) დაესწრება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე ის ვირტუალურად ჩაერთვება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 22-26 მაისს დავოსში გაიმართება. შეხვედრაში მთელი მსოფლიოდან 2000-ზე მეტი ლიდერი და ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას.
"2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა იმართება გასული 30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მომენტში", - აღნიშნულია WEF-ის ვებგვერდზე.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, WEF-მა გაყინა ყოველგვარი კავშირი რუსულ სუბიექტებთან და გამოაცხადა, რომ არ იმუშავებს სანქცირებულ პირებთან და ერთეულებთან.