LIVE

მეორე უმდიდრესი რუსის, მიხელსონის სუპერ იახტასთან დაკავშირებული მისტერია ღრმავდება

13 მაი 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1059
მეორე უმდიდრესი რუსის, მიხელსონის სუპერ იახტასთან დაკავშირებული მისტერია ღრმავდება
Sabri Kesen/Anadolu Agency/Getty Images

$150 მილიონად შეფასებული სუპერ იახტა, რომელიც რუსეთის მე-2 უმდიდრესი ადამიანის, ლეონიდ მიხელსონის სახელს უკავშირდება, გადაადგილების მარშრუტს აღარ აჩვენებს. Bloomberg-ის მიერ გამოთვლილი მონაცემებით, გემი ბოლოს 8 მაისს ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე კარიბის ზღვაში ბაჰამის კუნძულებისკენ უმაღლესი სიჩქარით მიიწევდა. 

თუ ბაჰამის კუნძულები მისი საბოლოო დანიშნულებაა, ის იახტისთვის უსაფრთხო თავშესაფარი ვერ იქნება, რადგან კუნძულოვანი ქვეყნის ხელისუფლება აშშ-სთან კომერციული გემების დასაკავებლად მჭიდროდ თანამშრომლობდა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ და სხვა მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძიებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირების ქონებას. იტალიამ, ესპანეთმა და ევროპის სხვა მთავრობებმა რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ვილები, საბანკო ანგარიშები და ათზე მეტი იახტა დააყადაღა. 

"წარმოუდგენელია, რომ რუსმა ოლიგარქებმა ბაჰამის კუნძულები უსაფრთხო იურისდიქციად მიიჩნიონ შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით - არა მხოლოდ მდებარეობის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის თვალსაზრისით", - ამბობს საზღვაო სამართლისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია I.R. Consilium-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან რალბი. 

მისივე თმით, დამაბნეველია, რომ გემი, რომელსაც, სავარაუდოდ, სანქციები ემუქრება, ბაჰამის კუნძულებისკენ მიიწევს, უფრო მოსალოდნელია, რომ ის კუბასთან ან ვენესუელასთან აღმოჩნდეს. 

Bloomberg-ის მილიარდერების სიაში Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ მიხელსონი, $26 მილიარდით მსოფლიოს 45-ე უმდიდრესი ადამიანია. მიმდინარე წლის აპრილში მის წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ აამოქმედა. კომპანია Novatek კი ამჟამად აშშ-ის სანქციების სიაშია. მილიარდერი კომპანიის დაახლოებით მეოთხედს ფლობს. Novatek ქვეყნის გაზის დაახლოებით 10%-ს აწარმოებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოანჰ ჰა